თეონა გუჯეჯიანი ფლობს საადვოკატო პრაქტიკის საერთო (გენერალური) ლიცენზიას - როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების განხრით. მისი საქმიანობის სფეროა საკორპორაციო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება. ასევე საჯარო უწყებებთან და სახელმწიფო სერვისების განმახორციელებელ ორგანოებთან კომუნიკაცია. ჩვენს ბიუროში მის კომპეტენციაში შედის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეებზე ადვოკატირება და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი უფლებების დაცვა, ამასთანავე საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვებასთან დაკავშირებული საქმეების ორგანიზება და წარმართვა სრული მოცულობით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. 2023 წლიდან თეონა გუჯეჯიანი ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის წევრი.
თეონა გუჯეჯიანს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. 2016 წელს მან გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თეონამ 2020 წელს წარჩინებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2012-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. ის ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.